თეგებით ძიება
24. 12. 2016 News-ები

კვიპროსელმა ჟურნალისტებმა ნიკა კაჭარავა დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს

კვიპროსელმა ჟურნალისტებმა კვიპროსის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ეთნიკოსის" ფორვარდი ნიკა კაჭარავა აირჩიეს.

კვიპროსში თვის საუკეთესო ფეხბურთელს Carlsberg-ის სპეციალური პრიზით აჯილდოებენ და 2016 წლის მიწურულს ამ პრიზს სწორედ კაჭარავას გადასცემენ.

ნიკამ დეკემბერში ჯერ იყო და "არისთან" გაიფორმა დუბლი, "შემდეგ" კი "ზაკაკიუსსაც" ორი გოლი გაუტანა. ბოლოს კი, კაჭარავამ "აელთან" გოლის გატანასთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა. მთლიანობაში, კაჭარავას ამ სეზონში 9 გოლი დაუგროვდა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა