თეგებით ძიება
24. 12. 2016 News-ები

კვლავ ვერ შევძელი


ეხლა გარშემო დღეა მზიანი
და მწუხარება განაგებს ფიქრებს,
ყვითელ ქვიშიან შავ უდაბნოში
პირამიდები ირეკლავს სხივებს.
ერთ პირამიდას ყავს ჩამარხული
სიცოცხლით სავსე ვიღაც უცნობი
მის სარკოფაგში ჩამარხულია
სული ძლიერი, სული უპყრობი.
ლამობს ადგომას მაგრამ ვერ დგება
თითქოს ხელს უშლის მას პირამიდა,
უნდა მიწვდომა მაგრამ ვერ წვდება,
ხმამაღლა ყვირის: "მე შველა მინდა"

ხალხი ძლიერი, ხალხი ერთგული,
შემოხვევიან გარშემო კვადრატს,
კაცნი ვერ ხვდება ეს პირამიდა
რატომ აღარ გავს სამკუთხედს მართალს.

"შემოდით ხალხნო წამომაყენეთ,
ნუთუ კვადრატი გგონიათ მართლა,
მე სარკოფაგში ვარ ჩამარხული
და მაინც ვხედავ იმ წვეროს მაღლა."

ეს პირამიდა იცვლიდა ფერებს,
ხდებოდა ლურჯი, ხან ვარდისფერი,
მაგრამ სამარხი შიგ ჩამარხული
იყო სრულიად შავ ჟანგისფერი.
მისდევდა თვეებს, უპყრობი წლები,
ის ისევ ცდილობს მაგრამ ვერ დგება,
სრულყოფილებას ყავს ჩამარხული
და ამას უკვე ძლიერ ეჩვევა.

"ეხლა მოგმართავ შენ პირამიდავ,
შენ უნდა მორჩე ამ ჩემს წამებას,
რაც გავუძელი იყოს წარსული
და სხვა ცხოვრების გარდაცვალება.
უნდა წამოვდგე გავაღო კარი
და დავანგრიო შენში სრულყოფა,
გავუძლო წამებს შენი დანგრევის
იქნებ მომეცეს თავისუფლება.
რაც გამოვცადე დარჩება სულში
ის სიყვარული ლურჯი წამება,
შენი თვალები ჩემ დამჭკნარ გულში
და ამ ცხოვრების გარდაცვალება."

"შენ ჩემო შავო ცხედარო
ვეღარ ეტევი სარკოფაგს,
შენ ნაწამებო სხეულო
მუდამ დარჩები მაგ ყოფას,
ვერავინ შეცვლის ქვაკუთხედს
და მაგ რომბივით საფლავს,
შენ ჩამარხულო, ერთგულო
მე დაგიმალავ მართალს.
შენ კიდევ დიდხანს გაუძლებ
ამ სიყვარულის აღქმას,
მე დავამარცხებ შენს გულში
სხვა სხეულების შთანთქმას,
ნუთუ არ გყოფნის ეს ყოფა
სრულყოფილების აღქმა
მე სხვას ვერ მოგცემ ვერაფერს
გთხოვ ნუ დამიწყებ კარგვას."

"რა გაეწყობა, კვლავ უნდა დავრჩე?
და გავაგრძელო ოხვრა წამების,
ნუთუ ცხოვრება რასაც მთავაზობ
ეს არ იქნება გარდაცვალების."

" არ მითხოვია შენი შემოსვლა
შენ შენი ფეხით შემოდგი გული,
უკვე გავიდა თვეები, წლები
და დავიკავე მე შენი სული.
შენ რა გეგონა გახრწნილო გვამო
შენთვის ამაგეს მე პირამიდად ?
შენ უნდა დარჩე კუთხე კუნჭულში
მე კი გამოვჩნდე კვლავ უფრო დიდად."


და ეს ადგომაც ყოფილა ფუჭი,
მან კვლავ ვერ შეძლო თავის დაღწევა,
მისი სხეული ყოფილა ჭუჭყი
და კვლავ ვერ შეძლო მისი დაძლევა.
მისდევდა თვეებს უპყრობი წლები,
ეს ლტოლვა იყო ღამე წამების
პირამიდასთან დიალოგი კი,
კვლავ აღზევების შემდეგ დაცემის.
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა