თეგებით ძიება
25. 12. 2016 News-ები

მიხეილ სააკაშვილი დავით ბაქრაძეს პასუხობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, დავით ბაქრაძის მიერ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

სააკაშვილი ბაქრაძეს facebook-ით პასუხობს. მის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ნათქვამია, რომ მას არასდროს უწოდებია საკუთარი თანაგუნდელებისთვის მოღალატეები და ბაქრაძემ ტელეეთერით "უხეში ტყუილი" თქვა.

"დავით ბაქრაძემ გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მე მათ ვუწოდე მოღალატეები. არც ერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში მე სიტყვა "მოღალატე" არ გამომიყენებია. სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება (იმედს ვიტოვებ გაუცნობიერებლად) უხეში ტყუილის თქმა, თანაც ისეთის, რომელიც ძალიან ადვილი გადასამოწმებელია,"-აცხადებს სააკაშვილი.

რაც შეეხება პარტიის ყრილობას, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა 27 დეკემბრისთვის, საფუძველს მოკლებულია.

20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს. ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს საფუძველს მოკლებულია. მე ყოველ დღე ვერთვები ჩვენს ათასობით აქტივისტს მთელს საქართველოში და კარგად ვიცი, რომ ისინი მზად არიან ყრილობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად,"-წერს მიხეილ სააკაშვილი.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა