თეგებით ძიება
25. 12. 2016 News-ები

მერაია კერიმ წარმოადგინა საახალწლო ვიდეო ბავშვებთან ერთად

მერაია კერი აგრძელებს საახალწლო თემატიკის პოპულარიზებას: ამჯერად 46 წლის ამერიკელმა მომღერალმა წარმოადგინა რამდენიმე ექსკლუზიური ვიდეო რგოლი სიმღერით Here Comes Santa Claus. თავის Twitter-ის გვერძზე, მომღერალმა დაწერა, რომ ამ გზით სურს საჩუქარი გაუკეთოს თაყვანისმცემლებს.

ვიდეო რგოლებში კერი ჩნდება წითელი კაბით, მის გარშემო კი ტრიალებს სანტა კლაუსი, ორკესტრი, მოცეკვავეები, მისი შვილები-5 წლის ტყუპები მოროკანი და მონრო, ასევე მისი ახალი შეყვარებული ბრაიან ტანაკა.

კლიპმა დაიმსახურა უამრავი კომენტარი, კომპლიმენტების გარდა აღნიშნავენ, რომ კარგი იქნებოდა თუ მომღერალი უფრო მოკრძალებულად ჩაიცვამდა. მაგრამ, თუ პოპ-ვარსკვლავს იცნობთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ მას არ შეეძლო მოკრძალებულად ჩაცმა!





მერაია კერიმ წარმოადგინა საახალწლო ვიდეო ბავშვებთან ერთად

მერაია კერიმ წარმოადგინა საახალწლო ვიდეო ბავშვებთან ერთად

მერაია კერიმ წარმოადგინა საახალწლო ვიდეო ბავშვებთან ერთად


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა