თეგებით ძიება
25. 12. 2016 News-ები

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდთან" მტკივნეულად დამარცხდა

25 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს მოქმედ ჩემპიონს "კლივლენდს" სტუმრად შეხვდა და ანგარიშით 108:109 დამარცხდა.

აღნიშნული მატჩი "გოლდენ სტეიტისთვის" ერთგვარი რევანშის აღების მცდელობა იყო გასულ სეზონში ფინალურ სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ფინალურ დაპირისპირებაში შარშან ოკლენდელები 3:1-ს იგებდნენ, თუმცა
ბოლო სამი მატჩი "კლიველნმა" მოიგო და "გოლდენ სტეიტს" მტკივნეული მარცხი აგემა.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, მატჩის ბოლო წამებზე კაირი ირვინგმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა, დარჩენილ 3 წამში კი კევინ დურანტმა თავისი გუნდი ვერ იხსნა - ბოლო ტყორცნამდე წაბორძიკდა და უკვე დაცემულმა უიმედოდ ისროლა, რომელიც მიზანს აცდა.

ფაჩულია ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 12.51 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

ყველაზე მეტი 36 ქულა კევინ დურანტს დაუგროვდა, რასაც 15 მოხსნა მიამატა. ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩნენ ლებრონ ჯეიმსი (31 ქ, 13 მ) და მატჩის გმირი კაირი ირვინგი (26 ქ, 10 პ).

27 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ NBA-ს სატურნირო მდგომაორების ლიდერად რჩება ორივე კონფერენციის მონაცემებით.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მორიგ შეხვედრას შინ 29 დეკემბერს ჩვენი დროით დილის 07:30 "ტორონტოსთან" გამართავს.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა