თეგებით ძიება
25. 12. 2016 News-ები

შოთა არველაძე: ეს უკვე ის "მაკაბია", რომლის ნახვაც მსურდა

ისრაელის ჩემპიონატის მორიგ ტურში შოთა არველაძის "მაკაბიმ" ბარაკ იცჰაკის გოლოს წყალობით "აშდოდი" 1:0 დაამარცხა. ეს ქართველი სპეციალისტის გუნდის მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო ბოლო 8 ტურში.

"მაკაბი" 28 ქულით მეორე ადგილზეა და "ბეერ შევას" 6 ქულით ჩამორჩება, ლიდერი ამაღამ თამაშობს.

მატჩის შემდეგ შოთა არველაძე კმაყოფილი იყო: "ყოველთვის იმას არ ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ, მაგრამ დღეს განსხვავებული დღე იყო. ვფიქრობ, თამაში სწრაფად დავიწყეთ და მეტოქესაც კარგად შევუტიეთ. მეტოქეს მხოლოდ ერთი-ორი შანსი ჰქონდა, ჩვენ კი ორით ან სამით ნულის მოგება შეგვეძლო.

ეს უკვე ის "მაკაბი" იყო, რომელიც თვეების წინ წარმატებით თამაშობდა. ეს ის "მაკაბია", რომლის ნახვაც მოედანზე მსურდა. დღეს ფეხბურთელები მოედანზე კარგ და სწორ გადაყვეტილებებს იღებდნენ.

კარგია, როცა გუნდს ფანები რთულ ვითარებაშიც მხარში უდგანან და ბიჭებს ამხნევებენ".

არველაძის გუნდი მორიგ მატჩს 2 იანვარს გამართავს, იერუსალიმში "ბეითარს" ესტუმრება.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა