თეგებით ძიება
25. 12. 2016 News-ები

ბოლო პაემანი.

დღეს სიკვდილთან პაემანი დავნიშნე,
მოქუფრული და უკუნი ღამე დგას,
წინათგრძნობა ავბედითად მანიშნებს,
მუხანათურ ჩასაფრებას ყოველ წამს,

იქნებ ვნახო სხვა ცხოვრების სავანე,
მოწონებით გადავეშვი მორევში,
ალბათ მელის დღეს პირღია სამარე,
შიშნარევი სხივი ელავს თვალებში,

სულის ცოდვა სხეულს ისე ამძიმებს,
სინანული სხივი კრთება ბოლოში,
ბედისწერას ერთხელ კიდევ დავცინებ,
მერე მშვიდად ჩავეშვები ორმოში,

თუ დამჯაბნა პაემანზე სიკვდილმა,
მომოძღვენით მხოლოდ შავი ვარდები,
სამარის წინ დაგიუფლა ტირილმა,
ცამ შავებში გადმოკიდა ფარდები,

გულის ცემა ეხლა უფრო სწრაფია,
ნისლი ახშობს მესაფლავის გოდებას,
პაემანი დღეს ყველაზე მძაფრია,
ესღა მქონდა მგონი ბოლო ოცნებად.
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა