თეგებით ძიება
26. 12. 2016 News-ები

თედო კობახიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დღეს ოპოზიციაში იმსჯელებენ

თედო კობახიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები იმსჯელებენ. შეხვედრას ის ყოფილი და მოქმედი საკრებულოს თანამშრომლებიც დაესწრებიან, რომლებიც იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი ოპოზიციის კითხვებს უპასუხებენ.

ოპოზიცია იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ქმედებებს სამარცხვინოს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ საკითხმა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლოს.

„ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ის მოვა, თუმცა კარგი იქნება თუ გონს მოეგება და ან უფლებამოსილებას შეიჩერებს ან შეწყვეტს ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს. თუ საკრებულო აირჩევს იმას, რომ თევდორე კობახიძის ჭკუაზე უნდა იაროს თუ თავმჯდომარე ამ გზას აირჩევს, მაშინ დაგვჭირდება სამართლებრივი დავა,“ - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ქართული ოცნების წევრებს - მათ შორის თავად თედო კობახიძეს - სხდომაზე დასწრება შესთავაზეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია მივლენ თუ არა ისინი შეხვედრაზე.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა