თეგებით ძიება
26. 12. 2016 News-ები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბესაძე გახდა

გადაწყვეტილება მიღებულია - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბესაძე გახდა. ირაკლი სესიაშვილის მოადგილის თანამდებობაზე კომიტეტის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს დაუჭირეს მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომიტეტის წევრი დეპუტატები ხმარს უჭერენ იმ დემოკრატიულ პრინციპს, რომლითაც ხდება კვოტების გადანაწილება ოპოზიციას შორის.

„მე კიდევ ერთხელ განუმარტავ ჩემს კოლეგებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატულ პრინციპს, რაც ეკუთვნის უმცირესობას კვოტით. როგორც ეს მოხდა ვიცესპიკერის თუ სხვა კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნის დროს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას პატრიოტთა ალიანსის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა და ირაკლი აბესაძის მხარდაჭერა კენჭისყრისას გააპროტესტა. ემზარ კვიციანის განცხადებების მიუხედავად კომიტეტმა მხარი ირაკლი აბესაძეს დაუჭირა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა