თეგებით ძიება
26. 12. 2016 News-ები

ვლადიმერ ბედუკაძე, საავტორო პოლიტიკურ გადაცემას ამზადებს

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე, საავტორო პოლიტიკურ გადაცემას მოამზადებს. როგორც ბედუკაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, ახალი გადაცემა სავარაუდოდ ტელეკომპანია თბილისი 24-ის ეთერში გავა და არხის ხელმძღვანელობას გადაცემის პროექტი მან თავად შესთავაზა.

ტელეკომპანია თბილისი 24-ს მაუწყებლობის ლიცენზია კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს მისცა. განცხადებაში, რომელიც მარეგულირებელმა 26 დეკემბერს გაავრცელა, ნათქვამია, რომ კომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გეგმავს.

„თბილისი 24“ დღე-ღამის განმავლობაში 6 საათი ქართულ ენაზე იმაუწყებლებს. კომპანია ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება.

"ვაპირებ პოლიტიკური გადაცემის მომზადებას, ეს იქნება 5 წუთიანი გადაცემა ერთ-ერთი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პროექტის მსგავსი,"-განუცხადა, რუსთავი 2-ს ბედუკაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ბედუკაძის პროექტი, რუსი ჟურნალისტის მიხეილ ლეონტევის ტელეპროექტის "однако"-ს მსგავსი, ბედუკაძემ გვიპასუხა - "შეიძლება, ასე უცებ როგორ გამოიცანით."

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა