თეგებით ძიება
26. 12. 2016 News-ები

საკრებულოს თანამშრომელი თედო კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

წინასაახალწლო შვებულებაში გასული თედო კობახიძის საქმეს საკრებულოში ოპოზიციის წევრები განიხილავენ.

თბილსიის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, რომლის სახელიც ბოლო პერიოდში არაერთ სკანდალს უკავდირება, მისთვის უფლებამოსილების საკითხის შეჩერებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეხვედრას ამ ფორმით აარიდა თავი. სხდომას არც უმრავლესობის წევრები ესწრებიან.

ამ წუთებში სხოდმაზე საკრებულოს თანამშრომლებს უსმენენ, რომლებიც კობახიძეს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მათგანი ანა ვარდოსანიზე იურიდიული კომისიის თავმჯოდმარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„მე პირადად ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. 17 წელია საკრებულოში ვმუშაობ, მაგრამ ის, რაც ბატონმა კობახიძემ პარასკევს სხდომაზე იკადრა და ჩვენ ნაძირლები და ჭორიკნები გვიწოდა. მე პირადად მოვითხოვ, რომ მან საჯაროდ ბოდიში უნდა მოგვიხადოს, იმიტომ რომ ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ამდენი წელია აქ ვმუშაობ და ასეთი დამოკიდებულება არც-ერთი მოწვევის საკრებულოს, არც-ერთ დეპუტატს თანამშრომლების მიმართ არ ჰქონია,“ - განაცხადა საკრებულოს თანამშრომელმა, ანა ვარდოსანიძემ.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა