თეგებით ძიება
26. 12. 2016 News-ები

კიმ კარდაშიანი და კანე უესტი ქალიშვილთან ერთად ბალეტს დაესწრნენ

კარდაშიან-უესტის ცხოვრება ნელ-ნელა ნორმას უბრუნდება. კიმი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ პარიზში მისი სახლი გაძარცვეს, კანეც ჰოსპიტალიზაციის შემდეგ საკუთარ თავს უბრუნდება. ასე რომ, ჩვენ ისევ შეგვიძლია ვარსკვლავური წყვილისა და მათი ქალიშვილის ჰორტის ერთად დანახვა.

პირველად, დიდი ხნის შემდეგ კიმი, კანე და ჰორტი ერთად გამოჩნდნენ საზოგადებაში-ოჯახი დაესწრო ბალეტ \'\'მაკნატუნას\'\', ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ თეატრში. კომპანია მათ გაუწია კიმის დამ კორტნიმ და მისმა ქალიშვილმა პენელოპამ.

წყაროების თქმით, ვარსკვლავურმა ოჯახმა დიდი სიამოვნება მიიღო წარმოდგენით. კიმი, კანე და კორტნი ბავშვებთან ერთად ადრე მივიდნენ თეატრში, იმისთვის, რათა მოესწროთ თაყვანისმცემლებთან გასაუბრება და კულისებში შესვლა.

\'\'ეს იყო ჯადოსნური საღამო. ყველა დატკბა ამ წარმოდგენით. ბავშვები მოხიბლულები დარჩნენ კოსტუმებითა და დეკორაციით.\'\'
-განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

კიმ კარდაშიანი და კანე უესტი ქალიშვილთან ერთად ბალეტს დაესწრნენ

კიმ კარდაშიანი და კანე უესტი ქალიშვილთან ერთად ბალეტს დაესწრნენ

კიმ კარდაშიანი და კანე უესტი ქალიშვილთან ერთად ბალეტს დაესწრნენ


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა