თეგებით ძიება
26. 12. 2016 News-ები

ახალი წლის მარტო გატარება: 10 დადებითი მხარე

1. მთავარი ატმოსფეროა! მიუხედავად იმისა, რომ ამ ღამეს არ გეყოლებათ სტუმრები, კარგად დაალაგეთ სახლი. თუ არ გინდათ დიდი ნაძვის ხის მორთვა ეს არც გააკეთოთ. შეგიძლიათ ვაზაში ჩააწყოთ ნაძვის ტოტები და გარშემო დაუწყოთ მანდარინები. მათი საახალწლო არომატი განგაწყობთ სადღესასწაულოდ.

2. მაგიდაზე დელიკატესები. თქვენ გაგიმართლად არ მოგიწევთ მთელი დღით ღუმელთან დგომა. თქვენთვის კი შეგიძლიათ მოამზადოთ რამდენიმე საყვარელი კერძი.

3. გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ თავს. თქვენ დაზოგეთ დღესასწაულისთვის გამართვისთვის საჭირო თანხა. დახარჯეთ ის იმაში, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდით.

4. საახალწლო ჩაცმულობა. თუ გაქვთ სურვილი ჩაიცვით ყველაზე ლამაზი კაბა. თუ არ გინდათ მაშინ ჩაიცვით მოსახერხებელი ტანისამოსი. მთავრია, რომ თავს გრძნობდეთ კომფორტულად და მოგწონდეთ საკუთარი თავი.

5. გაერთეთ ისე, როგორც თქვენ გსურთ. თუ გსურთ-უყურეთ ტელევიზორს ახალი წლის ღამეს ან კიდევ ჩართეთ საყვარელი მუსიკა და იცეკვეთ. არავინ შეგიშლით ხელს გაატაროთ ეს დღესასწაული ისე, როგორც გულს სურს.

6. არ გააკეთოთ სისულელეები! ამ ღამით არ ღირს დალევა და თქვენ ყოფილ შეყვარებულთან დარეკვა. ან კიდევ დათანხმდეთ ვინმეს კომპანიის გაწევაზე, იმის გამო, რომ მარტო არ დარჩეთ. და მით უმეტეს ეს არ არის ის დრო, როდესაც უნდა იტიროთ და გაიხსენოთ ცუდი მომენტები.

7. დაწერეთ მადლერების წერილი. ჩამოწერეთ ყველაფერი კარგი რაც თქვენ გადაგხდათ გასულ წელს. და დაინახავთ ბედნიერებისთვის მშვენიერ მიზეზს.

8. გეგმები მომავალი წლისთვის. დაწერეთ ყველაფრის შესახებ დეტალურად, რასაც გინდათ, რომ მიაღწიოთ მომავალ წელს.

9. დაიწყეთ ახალი წლის დილა სიახლით. პირველ დღეს ადექით დილით ადრე და გაისეირნეთ ქალაქში. შეიარეთ კაფეში, დალიეთ ცხელი ჩაი ნამცხვართან ერთად. თქვენ არასდროს გინახავთ თქვენი ქალაქი ასეთი მშვიდი. დღის მეორე ნახევარში ეწვიეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

10. გააკეთეთ კეთილი საქმე. დღესასწაულზე დაეხმარეთ გაჭირვებულებს. იყიდეთ საჩუქრები მარტოხელა მოხუცებისთვის ან კიდევ ტკბილეული მრავალშვილიანი ოჯახისთვის. და თქვენი პრობლემები არ მოგეჩვენებათ დიდად მნიშვნელოვანი.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა