თეგებით ძიება
27. 12. 2016 News-ები

პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

გიორგი მარგველაშვილმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ, ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეწყალებულთაგან 122 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 53-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა.

ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალებულებს შორის არის 14 ქალი, აქედან 12 დღეს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 2-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა.

კითხვაზე, იყო თუ არა განცხადებებს შორის კაბელების საქმესთან დაკავშირებით შეწყალება, ქორიძემ განმარტა, რომ მათ შეწყალების კომისიისთვის არ მიუმართავთ.

შეწყალების კომისიამ ათასზე მეტი მსჯავრდებულის საქმე განიხილა.



ავტორი: ნატა მახვილაძე.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა