თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1337703982961205
27. 12. 2016 News-ები

თებერვლისთვის შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, შესაძლოა ახალი პოლიტიკური ერთობა შეიქმნას, რომლის წევრებიც რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრები და სხვა პირებიც იქნებიან. ხმალაძის განმარტებით, მოლაპარაკებები დაწყებულია და ამის შესახებ განცხადება, სავარაუდოდ, თებერვალში გაკეთდება.

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრის თქმით, ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი, სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილი იქნება. ხმალაძის განმარტებითვე, უსუფაშვილის მომავალი პოლიტიკური საქმიანობაა მიზეზი, რის გამოც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს აქტიური პოლიტიკური საქმიანობისგან თავს შეიკავებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა