თეგებით ძიება
27. 12. 2016 News-ები

ტარიფი შეიცვალა წყლის კომპანია რუსთავის წყლის მომხმარებლისთვის

სემეკმა წყლის ტარიფი დაადგინა. მარეგულირებელ კომისიაში განხილვისას გადაწყდა, რომ საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება ე.წ. მცხეთის წყლის როგორც გამრიცხველიანებული, ასევე მრიცხველის გარეშე მყოფი მომხმარებლისთვის.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მათ ერთი კუბური მეტრი 1 ლარით და 19 თეთრით გაუიაფდათ.

ტარიფი შეიცვალა წყლის კომპანია რუსთავის წყლის მომხმარებლისთვის. სემეკის გადაწყვეტილებით, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის ტარიფი უცვლელია, თუმცა მრიცხველის გარეშე მყოფი მომხმარებლებისთვის ტარიფი სულზე 13 თეთრით გაძვირდა, კომერციულ სექტორს კი კუბური მეტრი 45 თეთრით გაუძვირდა.

gwp-ის შემთხვევაში ტარიფები თითქმის უცვლელი დარჩა. კერძო სექტორისთვის, რომელსაც gwp ემსახურება, წყლის ტარიფი 1 თეთრით გაიზარდა.

„რუსთავში მიწოდებული წყალი მთლიანად დამოკიდებულია ელექტროენერგიაზე, რადგანაც იქ სატუმბი საშუალებებით ხდება წყლის მიწოდება. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე რუსთავის წყალი ენერგო პროს მომხმარებელია, უნდა გაგვეთვალისწინებინა ენერგო პროს არსებული ტარიფი, ამან გააძვირა ელექტროენერგიის ხარჯი, რაც მათ აქვთ. ამას დამატებულია ინვესტიციები, რაც მოიზიდა კომპანიამ და ამან ყველაფერმა ერთად გამოიწვია ის, რომ გაზრდილია კომერციული ტარიფი დაახლოებით 50 თეთრი,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა