თეგებით ძიება
27. 12. 2016 News-ები

იმედში ადასტურებენ, რომ მაესტროს საკონტროლო პაკეტი იყიდეს და GDS-ის ნაწილს ყიდულობენ

ტელეკომპანია იმედსა და მაესტროს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია იმედის მფლობელებმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, 2017 წლის იანვრიდან მაესტრო გახდება იმედის ნაწილი, ხოლო GDS-თან მოლაპარაკებები მისი ნაწილობრივ შესყიდვასთან დაკავშიორებით ისევ გრძელდება. ტელეკომპანია იმედში იმედს გამოთქვამენ, რომ ეს მოალაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება.

„მედიაჰოლდინგი იმედი მოხარულია, გაცნობოთ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია მაესტრო გახდება ჰოლდინგ იმედის შემადგენელი ნაწილი.

"ასევე, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში.

"იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგი იმედი ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს.

"გვჯერა, რომ გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებული გუნდი და განახლებული მენეჯმენტი ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მედიასივრცის განვითარებაში," - ნათქვამია იმედის ხელმძღვანელობის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა