თეგებით ძიება
27. 12. 2016 News-ები

საქართველოში ჩამოსული გიორგი ჯიქია სფფ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჯიქია რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა და სფფ-ის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი თამაშის შესაძლებლობაზე უნდა ყოფილიყო საუბარი.

- ოფიციალურად: გიორგი ჯიქია ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახდა

ჯიქიამ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით რუსულ
მედიასთანაც ისაუბრა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო სფფ-სთან მოლაპარაკებები უარყო.

- როგორია შენი ურთიერთობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან? გირეკავენ? აწარმოებ მოლაპარაკებებს?
- მოლაპარაკებებს - არა, ხალხს კი ვეკონტაქტები.

- ეტყობა, საქართველოს ნაკრებში გიწვევენ...
- არა. ჩვეულებრივი საუბრებია - უბრალოდ, საქართველოში ნათესავები და მეგობრები მყავს. რამდენიმე დღის წინ ვიყავი ჩასული.

როგორც ვხედავთ, ჯიქიას სფფ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და საქართველოს ნაკრებზე არაფერი უთქვამს. არც ის ვიცით, რაზე ისაუბრეს ჯიქიამ და ფედერაციის წარმომადგენლებმა, მაგრამ თუკი რუსეთში დაბადებულ და გაზრდილ ქართველ ფეხბურთელს გადაწყვეტილი აქვს რუსეთის ნაკრებში თამაში, მაშინ რისთვის ხვდება სფფ-ის წარმომადგენლებს?

ჩნდება ეჭვი, რომ ჯიქიას არა რუსეთის, არამედ სწორედ საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურის მორგება სურს.

შეგახსენებთ, რომ ჯიქია რუსეთის ეროვნულ ნაკრებში ორჯერ იხმეს, მაგრამ არ უთამაშია. ამასთანავე, ორივე შეხვედრა ამხანაგური იყო. შესაბამისად, ჯიქიას საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა