თეგებით ძიება
27. 12. 2016 News-ები

რა ჩავიცვათ საახალწლო კორპორატივზე?

თუ თქვენ არ იცით რა ჩაიცვათ საახალწლო საღამოზე, დამშვიდდით და წაიკითხეთ ჩვენი იდეები.
ბოლო კვირა საახალწლო არდადეგებამდე ყველაზე დატვირთულია. უნდა აირჩიოთ კაბა ახალი 2017 წლისთვის, მოაწყოთ სახლი, შეადგინოთ მენიუ, დასვენების გეგმა, მაგრამ პირველ რიგში უნდა მოაგვაროთ ყველა საქმე სამუშაოზე იმისთვის, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ. მაგრამ სად არის აქ საახალწლო კორპორატიული საღამო? რა თქმა უნდა, საჭიროა იმიჯის მოფიქრება ამ დღისთვის.

-მოკლე შავი კაბა
მოკლე შავი კაბა ყველა გოგონას გარდერობშია. ასე გამოწყობილი თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ საღამოზე, პაემანზე ან უბრალოდ ოფისში. ის ელეგანტურია და ამის წყალობით უნივერსალურიც არის. რა ვქნათ იმისთვის, რომ თქვენი უბრალო შავი კაბა კორპორატიული საღამოსთვის სადღესასწაულოდ გადაიქცეს? ამისთვის საჭიროა აქსესუარები! ამ სეზონზე საკმაოდ პოპულარულია მასიური საყურეები, ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ მარგალიტის ყელსაბამი. მეორე ვარიანტია-მეტალის აქსესუარები, მაგალითად, მასიური \'\'ვერცხლის\'\' ყელსაბამი.

-ცეცხლის ფერები
თქვენს გარდერობში აუცილებლად იქნება წითელი, ნარინჯისფერი ან კიდევ ყვითელი ფერის კაბა. 2017 წელს ითვლება, რომ ახალ წელს სწორედ ცეცხლის ფერებით უნდა შევხვდეთ. თამამად აირჩიეთ წითელი კაბა, მისი ჩაცმის შემთხევაში აუცილებელი აღარ არის აქსესუარები. კაშკაშა ფერი უკვე გხდით საღამოს ყველაზე შესამჩნევ სტუმრად.

-ბრწყინვალება
ქსოვილები მეტალური ბზინვარებით ახლა ძალიან პოპულარულია. ეს ტენდენცია გასტანს ზამთრის ბოლომდე და დაამშვენებს გაზაფხული-ზაფხულის სეზონსაც, ასე რომ, შეგიძლიათ თამამად იყიდოთ ვერცხლისფერი ან კიდევ ოქროსფერი კაბა. ეს კაბაც შეგიძლიათ აქსესუარების გარეშეც ატაროთ.

რა ჩავიცვათ საახალწლო კორპორატივზე?

რა ჩავიცვათ საახალწლო კორპორატივზე?

რა ჩავიცვათ საახალწლო კორპორატივზე?

რა ჩავიცვათ საახალწლო კორპორატივზე?


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა