თეგებით ძიება
28. 12. 2016 News-ები

კვირა NBA-ში: კაირი ირვინგი კვირის მატჩში საუკეთესო იყო

პროგრესი
გასულ კვირას შეწყდა "ჰიუსტონის" მოგებათა შთამბეჭდავი სერია, რომელმაც გუნდს საშუალება მისცა - დამკვიდრებულიყო დასავლეთი კონფერენციის მესამე პოზიციაზე.

რამდენიმე გუნდს ჰქონდა იდეალური კვირა, მათ შორის, "კლივლენდს", რომლის შესახებ მოგვიანებით ვილაპარაკებთ. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა "საკრამენტომ" მოაწყო, რომელმაც, მოულოდნელად, ზედიზედ სამი მატჩის მოგება მოახერხა.

"მეფეებმა" დაამარცხეს უშუალო კონკურენტები - "პორტლენდი"(126:121), "იუტა" (94:93) და "მინესოტა" (109:105). ამან საშუალება მისცა დეივ იორგერის გუნდს დასავლეთში მერვე ადგილზე გადასულიყო.

მატჩი
საკამათო არ იყო ის საკითხი, რომ გასული კვირის მთავარი მატჩი ორი დღის წინ, კლივლენდში გაიმართა. შარშანდელი ფინალური სერიის მონაწილეთა პირველი თამაში კათოლიკურ შობაზე გაიმართა. გუნდებმა არ დააღალატეს გულშემატკივრები და ფანტასტიკური სცენარის მატჩი აჩუქეს მათ.

"უორიორზს" კევინ დურანტის ხელმძღვანელობით, თითქმის მთელი მატჩი ჰქონდა უპირატესობა და 14 ქულით იგებდა საფინალო სირენამდე ცხრაწუთნახევრით ადრე.

კაირი ირვინგისა და ლებრონ ჯეიმსის მონდომებით, "კლივლენდი" თამაშში დაბრუნდა. ბოლო წუთების გმირი ნებისმიერი კალათბურთელი შეიძლებოდა გამხდარიყო, მათ შორის, სტივენ კარი, რომელმაც დაუჯერებელი სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ საშობაო ღამეს ყველაზე მეტი ჯადოქრობა ირვინგმა გამოიჩინა, რომელმაც 3.4 წამით ადრე ჩააგდო გამარჯვების ტყორცნა - 108:107.

უესტბრუკი
რასელ უესტბრუკი სამმაგი-დუბლების დაგროვების საკუთარ გრაფიკს ოდნავ ჩამორჩა და გასულ კვირას, ძირითადად. შედეგიანობაზე იყო ორიენტირებული. მიუხედავად ამისა, მაინც მაღალია ოსკარ რობერტსონის "მუდმივი" რეკორდის განმეორების შანსი.

თანაც, გამთამაშებლის ეგოიზმმა ბოლო მატჩებში მხოლოდ სარგებლობა მოუტანა "ოკლაჰომას". ამ გუნდს შეეძლო ასპროცენტიანი მაჩვენებელიც ჰქონოდა, მაგრამ ჩააგდო "ატლანტასთან" მატჩის ბოლო ნაწილი.

ტრავმა
"კლივლენდის" ბანაკში ცუდი ამბებიცაა. სულ ცოტა ხნის წინ, "კავალიერზმა" დაკარგა ანდერსენი მუხლის ჯვარედინა მყესების გაწყვეტის გამო, ახლა კი სერიოზული ტრავმა მიიღო ჯეი არ სმიტმა და ისიც დიდი ხნით გამოეთიშა თამაშს. "მილუოკისთან" მატჩში სმიტმა სასროლი ხელის ცერა თითი მოიტეხა, რის შემდეგაც, მცველს მაშინვე ოპერაცია ჩაუტარდა. აღდენის სავარაუდო თარიღი - სამი თვეა.

ნომრები
გასულ კვირას, "სან ანტონიომ"
ოფიციალურად ამოიღო ხმარებიდან ტიმ დანკანის სათამაშო ნომერი. ტონი პარკერმა, მანუ ჯინობილიმ და, რა თქმა უნდა, გრეგ პოპოვიჩმა ბევრი თბილი სიტყვა გაიმეტეს ყოფილი თანაგუნდელისთვის.

თავისი ცერემონია ჰქონდა შაკილ ო\'ნილსაც. 23 დეკემბერს, შაკის ნომერი ამოიღო ხმარებიდან "მაიამი ჰიტმა". ის უკვე მეორე კლუბია, ვინც ლეგენდარული ცენტრი ამგვარად დააფასა. პირველი "ლეიკერსი" იყო, რომელიც უფრო შორს წასვლას აპირებს და თავისი საშინაო არენის გვერდით დადგამს შაკის ქანდაკებას - ჯერი უესტის, მეჯიქ ჯონსონისა და ქარიმ აბდულ-ჯაბარის ქანდაკებებთან.

რეკორდები
გასული კვირა მდიდარი იყო პირადი რეკორდებით. ასე მაგალითად, ზაკ ლავინმა კარიერაში პირველად დააგროვა 40 ქულა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა "საკრამენტოს" დასამარცხებლად. იანის ანტენტოკუნმპოს ამ ნიშნულამდე ერთი ქულა არ ეყო "ვაშინგტონის" წინააღმდეგ მატჩში, თუმცა "მილუოკიმ" შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა აიზია ტომასს "მემფისთან" მატჩში, რომელიც ოვერტაიმში დასრულდა - "სელტიქსმა" "მინუს 17-დან" 112:109 მოიგო. ტომასმა კი 44 ქულა დააგროვა.

ფორმალობა
დაბოლოს, გასული კვირის ყველაზე სასიამოვნო ახალი ამბავი იყო - ლიგასა და მოთამაშეთა პროფკავშირებს შორის ახალი კოლექტიური ხელშეკრულების რატიფიცირება. ახალი დოკუმენტი ძალაში შევა 2017 წლის პირველ ივლისს და ლოკაუტის პერსპექტივას 2022-23 წლის სეზონამდე აგვაცილებს თავიდან.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა