თეგებით ძიება
28. 12. 2016 News-ები

როგორ დავიკლოთ წონაში ახალი წლისთვის?

\'\'წონის სწრაფად დაკლება დღესასწაულამდე\'\'-ასეთი სურვილი ბევრს აქვს, რადგან სურთ საყვარელი კაბის ჩაცმა. ისინი იმედოვნებენ, რომ ჯადოსნური დიეტა და ვარჯიში დაეხმარებათ წონის დაკლებაში. მითია ის, რომ ორი კვირა საკმარისია იმისთვის, რომ გახდეთ ლამაზი.
მკაცრი დიეტის დროს თქვენი სხეულიდან თავისუფლდება ზედმეტი წყალი, ნაცვლად იმისა, რომ დაიხარჯოს ცხიმის მარაგი. დღეს არსებობს ბევრი სხვადასხვა დიეტა და ზიანი თითოეული მათგანისგან განსხვავებულია.
სასიამოვნო სიახლე კი ის არის, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სწრაფ შედეგს ვერ მიიღებთ. ერთ კვირაში 1 კილოგრამს დაიკლებთ.
აქ არის ძირითადი წესები იდეალური რაციონისთვის:
-იკვებეთ მინიმუმ ხუთჯერ დღეში მცირე პორციებით, უნდა შედიოდეს ხორცი და სალათი.
- შეათავსეთ ერთმანეთთან ცილებისა და ნახშირწყლების მიღება.
- საღამოს ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტი ჩაანაცვლეთ ბოჭკოვანი საკვებით.
- გამორიცხეთ რაციონიდან ტკბილეული.
- ნუ მიირთმევთ ბევრ რძის პროდუქტს, რადგან ლაქტოზას კარგად იწოვს ქალის ორგანიზმი, ეს კი ასევე შაქარია.
- საჭმლის მომზადებისას გამოიყენეთ ზეითუნის და ქოქოსის ზეთი

რა თქმა უნდა, დაკავდით სპორტით. გახსოვდეთ: მშვენიერი ფიგურის ქონისთვის 80% მოდის სწორ, სრულფასოვან კვებაზე შიმშილის გარეშე, ხოლო 20% ვარჯიშზე. დაიცავით ეს მარტივი წესები და საწადელს მიაღწევთ.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა