თეგებით ძიება
29. 12. 2016 News-ები

თორნიკე ოქრიაშვილი: ბედნიერი ვარ, თუმცა სეზონით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა დღევანდელი დაჯილდოების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.
"ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა სფფ-ს ამ აღიარებისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა.

საუკეთესოდ კი დავსახელდი, თუმცა მთლიანობაში ამ სეზონით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. იყო კარგი მომენტებიც, იყო - ცუდიც. შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესადაც ყოფილიყო.

ვისარგებლებ შემთხვევით და გულშემატკივარს დამდეგ შობა ახალ-წელს მივულოცავ", - გვითხრა ოქრიაშვილმა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა