თეგებით ძიება
30. 12. 2016 News-ები

შეერთებულმა შტატებმა 35 რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან

მსოფლიო მედიის მთავარი თემა ობამას ადმინისტრაციის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა რუსეთის ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით. შეერთებულმა შტატებმა 35 რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან და პირველად გაასაჯაროვა გვარები, რომლებიც სანქციების სიას დაემატა.

ობამა ჰაკერულ თავდასხმებში რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვას შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეხმიანება. მისი თქმით, დროა მოსკოვმა და ვაშინგტონმა გადალახონ უთანხმოება და განაგრძონ სვლა უკეთესი მიზნებისა და წარმატებისკენ.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა