თეგებით ძიება
30. 12. 2016 News-ები

პირველი საჩუქრის შერჩევა საყვარელი ადამიანისთვის

არ ააქვს მნიშვნელობა თუ რა დღეა: 1000 საათია გასული თქვენი გაცნობიდან, მისი დაბადების დღეა თუ უბრალოდ მშვენიერი დღე. თქვენ გსურთ თქვენ შეყვარებულს აჩუქოთ პატარა საჩუქარი. ამისთვის ამ საკითხს დეტალურად უნდა მიუდგეთ.

საჩუქრის შერჩევისას იფიქრეთ რა ენდომებოდა მას, და არა იმაზე რა გინდათ თქვენ რომ აჩუქოთ
თქვენ უნდა გამოიჩინოთ ყურადღება. მიაქციეთ ყურადღება ყველა დეტალს, რომელსაც ის გააზრებულად ან გაუაზრებლად თქვენ გიტოვებთ. წუხს, რომ ვერაფრით მოახერხა ახალი ყურსასმენების ყიდვა? რომანტიკული ვახშმის დროს მის სახლში მოგიწიათ ღვინოს დალევა ჩაის ჭიქებიდან? დაფიქრდით რა მოეწონება მას.

ოქროს წესი: რაც უფრო ნაკლები დრო გაქვთ მასთან გატარებული მით უფრო იაფი უნდა იყოს თქვენი საჩუქარი
წინააღმდეგ შემთხვევაში ის იფიქრებს, რომ ცდილობთ მიანიშნოთ იმაზე, რომ ხშირად არ გნახულობთ. თქვენი მიზანი კი ხომ ის არის, რომ გაახაროთ და არა აგრძნობინოთ თავი დამნაშავედ?

არ შეაშინოთ ის
ჩვენ გოგონები პირველი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობთ საქორწილო კაბაზე, ვფიქრობთ ჩვენი მომავალი შვილების სახელებზე. ოცნება შეიძლება. მაგრამ თქვენმა პარტნიორმა ამის შესახებ არაფერი უნდა იცოდეს. ასე რომ, თქვენი საჩუქარი არაფერზე უნდა მიანიშნებდეს.

გახსოვდეთ, რომ ხშირად საუკეთესო საჩუქრები შთაბეჭდილებას იწვევს
ამიტომაც, რატომ არ უნდა შეაჩეროთ თქვენი არჩევანი მისი საყვარელი ჯგუფის კონცერტის ბილეთებზე ან კიდევ თქვენ თვითონ მოაწყვეთ რაიმე უნიკალური ღონისძიება, როგორიცაა პიკნიკი, ლაშქრობა. შეგიძლიათ კინოს ბილეთებიც იყიდოთ. კარგი საჩუქრისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ.

როდესაც თქვენს საჩუქარს შეხედავს, დაე გაახსენდეს რაიმე სასიამოვნო
აჩუქეთ რაღაც, რომელიც გაახსენებს მას თქვენთან გატარებულ ბედნიერ წუთებს. დაბეჭდეთ ფოტოები, რომლებიც ერთად გადაიღეთ, აჩუქეთ სუვენირი. ასეთი საჩუქრები მისთვის ბრილიანტზე ძვირფასი იქნება.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა