თეგებით ძიება
31. 12. 2016 News-ები

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

„მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი საკუთარი დევნილობისა, როგორც არასდროს მჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის და ნათელი პერსპექტივის,“ - ასე მიულოცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი.

ყოფილმა პრეზიდენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საუკეთესო დღეები წინ არის.

„თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის წლებში, ჩემი მომართვის დროს ვსაუბრობდი დიდ განვითარებაზე, დიდ პროგრესზე, დიდ წინსვლაზე, იმ გიგანტურ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო იმ წლებში დგამდა. მაშინდელი ჩვენი განვითარება იყო მისაბაძი და ზოგისთვის შურის საგანი, არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ ბევრისთვის მსოფლიოს მასშტაბით. შემდეგ ეს ყველაფერი ერთბაშად შეჩერდა და ბევრი რამ უკანაც წავიდა. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ქართულ ოჯახს ძალიან უჭირს. ვიცი, რომ ბევრ თქვენთაგანს ეკარგება მომავლის პერსპექტივა და იმედი, მაგრამ მინდა გითხრათ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი საკუთარი დევნილობისა, როგორც არასდროს მჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის და ნათელი პერსპექტივის იმიტომ, რომ ჩვენ იმ წლებში ვნახეთ, რომ ქართველებს შეძლებიათ აღმშენებლობა, შეუძლიათ განსაკუთრებული რაღაცეების შექმნა და მართლაც მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს დავინახეთ და ამას ვეღარაფერი ვეღარ დაგვავიწყებს. ჩვენ ვერ მოგვახვევენ თავზე უიმედობას. რა შემოტევაც არ უნდა იყოს, რა პროპაგანდაც არ უნდა მუშაობდეს, რა ღალატსაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში არის ძალიან პატრიოტი, ერთგული, მაგარი ხალხი. მინდა მოგმართოთ თქვენ, ყველაფერი გამოგვივა, თუ ვირწმუნებთ ჩვენი ძალების... ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა