თეგებით ძიება
31. 12. 2016 News-ები

სენატორი ჯონ მაკკეინი ხვალ საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი პირველ იანვარს საქართველოში ჩამოდის. მანამდე კი, ამერიკელი სენატორი შეხვედრებს უკრაინაში მართავს.

საქართველოში ვიზიტისას სენატორი ოფიციალურ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს და ქვეყანას 2 იანვარს დატოვებს.

ჯონ მაკკეინის საქართველოში ვიზიტის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ The Washington Post წერდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სანამ დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება, კონგრესის დელეგაცია უკრაინას, საქართველოსა და ესტონეთს ეწვევა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა