თეგებით ძიება
02. 01. 2017 News-ები

ქუთაისის "ტორპედოს" გიორგი კუხიანიძეც დაუბრუნდა

ქუთაისის "ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისელებს 24 წლის ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე დაუბრუნდათ, რომელიც კლუბთან კონტრაქტს ხვალ, 3 იანვარს გააფორმებს.

კუხიანიძის დებიუტი "ტორპედოს" პირველ გუნდში 2011 წელს შედგა. ქუთაისში გატარებული 3 სეზონის შემდეგ ფეხბურთელი "ზესტაფონში" გადაბარგდა, სადაც ნახევარი სეზონი დაყო და 2014 წლის აგვისტოში ქობულეთის "შუქურაში" გადავიდა. მომდევნო წელს კუხიანიძე "ტორპედოში" დაბრუნდა, 1 სეზონი გაატარა და ამ წლის ივლისში თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა, ახლა კი კვლავ "ტორპედოში" ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, "ტორპედოს" გურამ ადამაძე და მერაბ გიგაურიც დაუბრუნდნენ.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა