თეგებით ძიება
03. 01. 2017 News-ები

ახალი წლის დღეებში თბილისში რამდენიმე დაყაჩარება მოხდა

ახალი წლის დღეებში თბილისში რამდენიმე დაყაჩარება მოხდა. დღეს ბახტრიონის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ექსპერსფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა. ცხელ კვალზე დაკავებულია დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი 30 წლამდე პირი.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ყაჩაღობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით.

ვარკეთილში კი PSP-ს აფთიაქი გაქურდეს. ქურდობა გამთენიისას მოხდა. წაღებულია თანხა, თუმცა რა რაოდენობის, უცნობია.

მომხდარი გარე და შიდა კამერებმა დააფიქსირეს. საქმეს სწავლობენ სამართალდამცველები. დაკავებული ამ დროისთვის არავინაა.

ბათუმში კი ყაჩაღ სანტა კლაუსს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს, მაღაზიას დაესხა თავს. შემთხვევა, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქულ სუპერმარკეტში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა, იარაღის გამოყენებით, სალაროდან 40 ათას ლარამდე თანხა გაიტაცა. ეჭვმიტანილი ჯერ დაკავებული არ არის.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა