თეგებით ძიება
10. 01. 2017 News-ები

მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

მაია რჩეულიშვილი საკუთარი მოთხოვნით საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ რუსთავი 2-ს მისმა ადვოკატმა განუცხადა.

მარინე ცუცქირიძის განმარტებით, მაია რჩეულიშვილს გულსა და ფილტვზე ოპერაციის ჩატარება სჭირდება, რაც ხანგრძლივ ეფექტურ რეაბილიტაციას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, რეაბილიტაციის გარეშე მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

მარინე ცუცქირიძის განცხადებით, მაია რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო კურსის გავლა და მკურნალობაზე უარი სწორედ ამიტომ განაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა