თეგებით ძიება
10. 01. 2017 News-ები

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი იცავენ განქორწინების კონფიდენციალურობას

41 წლის ანჯელინა ჯოლი და 53 წლის ბრედ პიტი მივიდნენ იმ კომპრომისამდე, რომ მათი გაყრის პროცესი უნდა იყოს კონფიდენციალური. ყოფილმა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, რომ საიდუმლოდ დატოვოს საქმის ყველა დეტალი იმისთვის, რათა დაიცვას ბავშვები. 10 იანვარს პიტმა და ჯოლიმ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ამ კუთხით:

\'\'შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს უფლებას, რომლის მიხედვითაც არავის აქვს უფლება ჩაერიოს მათი ოჯახისა და შვილების პირად ცხოვრებაში, რაც უნდა გამოიხატოს იმით, რომ ყველა სამართლებრივი დოკუმენტი უნდა იყოს კონფიდენციალური. მშობლები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხში ერთი ფრონტი დაიკავონ.\'\'

-ნათქვამია პიტისა და ჯოლის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ განქორწინების კონფიდენციალურობა პიტმა მოითხოვა. თავდაპირველად ანჯელინა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, ის ამტკიცებდა, რომ ამით ბრედს სურდა საკუთარი თავი დაეცვა. ჯოლის ადვოკატები ამბობდნენ, რომ პიტს ეშინოდა იმის, რომ მასზე საშინელი სიმართლე გამჟღავნდებოდა. თუმცა ანჯელინა დათმობაზე წავიდა და შეთანხმდნენ, რომ პრესამ და საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს მათი გაყრის დეტალები.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი იცავენ განქორწინების კონფიდენციალურობას

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი იცავენ განქორწინების კონფიდენციალურობას

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი იცავენ განქორწინების კონფიდენციალურობას


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა