თეგებით ძიება
11. 01. 2017 News-ები

თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება ვიაჩესლავ გროზნის გარეშე დაიწყო

თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 10 იანვარს გუნდი ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრება, წლის პირველი ვარჯიში კი თამაზ სამხარაძემ ჩაატარა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი "დინამოს" 16 იანვარს, თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

დინამოელებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს. გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული და დემეტრე ბულისკერია, რომლებმაც გეგმიური სამედიცინო შემოწმება გაიარეს, გუნდს 11 იანვარს შეუერთდებიან.

თბილისის "დინამო" 16 იანვრიდან თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე, სადაც 4 მატჩს ჩაატარებს, მანამდე კი 14 იანვარს, "ზამთრის თასი 2017"-ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა