თეგებით ძიება
11. 01. 2017 News-ები

„ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, გიგი უგულავას თხოვნით 13 იანვარს გადაიდო

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, რომელიც გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო, 13 იანვარს ჩაინიშნა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქციის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სხდომის დღის წესრიგი ჯერ დაზუსტებული არაა, რის შესაბამისადაც დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
როგორც ცნობილია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ის პარტიის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების გამართვის მიზეზით და გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო. სხდომაზე ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხის დაყენებას აპირებდნენ. არსებული ინფორმაციით, მელიას აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი 13 იანვრის სხდომის დღის წესრიგშიც იქნება, თუმცა, არაოფიციალური ცნობით, ფრაქციის წევრების ერთი ნაწილი ასევე ფრაქციისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხის დაყენებასაც გეგმავს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ფრაქციას რამდენიმე წევრიც დატოვებს. კერძოდ, საუბარია იმ დეპუტატებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გუნდში მოიაზრებიან.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა