თამო ვაშალომიძეს სასწრაფო ოპერაცია ჭირდება - "თუ ოპერაციას არ გავიკეთებ შეიძლება ვეღარ გავიარო...."
თამო ვაშალომიძეს სასწრაფო ოპერაცია ჭირდება, ამის შესახებ უფრო ვრცლად ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება:
"სამწუხაროდ, ბავშვობაში ავარიაში მოვყევი და კოჭი დამიზიანდა. ფეხი დიდი ხანია მაწუხებდა, მაგრამ ახლა ისე გამირთულდა, რომ თუ ოპერაციას არ გავიკეთებ, შეიძლება ვეღარ გავიარო. საკმაოდ რთული მდგომარეობაა და 40 დღე უნდა ვიწვე. ოპერაციის შემდეგ 20 დღე თურქეთში დავრჩები და შემდეგ დავბრუნდები საქართველოში."
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის