ირაკლი ლომაია სიცოცლისთვის იბრძვის? - "გემშვიდობებით იმ იმედით რომ..."
სოციალურ ქსელში ირაკლი ლომაია წერს:
8 - ში საღამოს 10 საათზე უცებ გავხდი ცუდად და გონება დავკარგე. სასწრაფომ გადამიყვანა ფჰუკეტში ბანკონგის საერთაშორისო ჰოსპიტალში. 1 დღე და ღამის განმავლობაში ვიყავი რეანიმაციულ განყოფილბაში -კომაში, ხელოვნურ აპარატზე მიერთებული, რადგან თურმე მიჭირდა დამოუკიდებლად სუნთქვა. 9-ში გამთენიისას მოვედი აზრზე.. ნარკოზიდან გამოსული ამ წამამდე ჯერ ისევ გაბრუებული ვარ .თითქოს ამ ქვეყნად არ ვარ.. მათი დეგენერატი ექიმების ხელში ამ დრომდე დიაგნოზი ვერ დამისვეს, ხან რას ამბობენ და ხან რას. დღეს მითხრეს, რომ ტვინში მაქვს რაღაც ინფექცია - ისიც რაღაც და არ ვიცით რა ინფექციაოო - შესაბამისად უნდა მოხდეს ზურგის ტვინიდან სითხის აღება და ამის მერე მივხვდებით თუ რა ინფქციაოო.. ესენი აქ იმდენად დაბალი დონის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩლუნგი ექიმები არიან, დარწმუნებული ვარ ზურგიდან სითხის აღების დროს ერთი უმნიშვენლო შეცდომა და დავრჩები ინვალიდი.. დღეს ჩემი დაჟინებული თხოვნით დავტოვე რეანიმაცია და წამოვედი სახლში, რამე თუ საავადმყოფოში სადაც მკითხავები არიან და არაფერი არ იციან გარდა ფულის მოთხოვნისა სადაც უკვე 8000 $-ზე მეტი დავხარჯეთ მირჩევნია ვიწვე სახლში.. ამ ეტაპზე მხოლოდ თავის ტკივილები მაქვს. საქმის კურსშია ტაილანდში კერძოდ კი ფჰუკეტში კანადის საკონსულო და ველოდებით ჩემს გადაყვანას კანადაში.. მოკლედ მეგობრებო.. ასეთი სიტუაცია მაქვს მე და სწორედ ამის გამო დავიკარგე ეს დღეები ფეისბუქზე.. არ ვიცი როგორ განვითარდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არც ის ვიცი ჯერ რა მჭირს მაგრამ ის კარგად ვიცი, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნდე კანადაში და გავაგრძელო მკურნალობა იქ.. დროებით გემშვიდობებით რადგან მეტის წერის თავი არ მაქვს, თითქმის დღეს ოდნავ გამოვიხედე თვალებში.. აქამდე ვიყავი აფსოლუტურ შოკში.. ხვალ და ზეგ ალბათ ცოტა მოვძლიერდები და მერე უფრო მოვალ აზრზე.. თუ რათქმაუნდა იქამდე ჩემმა ინფექციამ რომელიც ტვინში მაქვს ბოლო არ მომიღო.. (თუმცა ისიც გასარკვევია მართლა მაქვს ეს ინფექცია თუ არა) ნუ მოკლედ წავედი, გემშვიდობებით იმ იმედით, რომ მე აუცილებლად ვიცოცხლებ და დავბრუნდები ფეისბუქზე ისევ ის ირაკლი რომელიც ვიყავი!
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის