რიტუალურ მკვლელობაში კიდევ ერთი ახალი მონაწილე გამოიკვეთა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც შესაძლო რიტუალური მკვლელობის საქმის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა, პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს, თუმცა როგოც მან განაცხადა, ამ ეტაპზე უცნობია მისი ვინაობა.
ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომაზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ აღმკვეთი ღონისძიება მოსამართლემ ძალაში დატოვა.
ამ წუთებში კი, მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის საქმის განხილვის პროცესი იწყება.
rustavi2.com