თეგებით ძიება
23. 01. 2017 News-ები

რძიანი ბლინები: ტრადიციული რეცეპტი

რძიანი ბლინები-ნაზი, დახვეწილი, ყოველთვის გემრილი. მიუხედავად, რეცეპტების დიდი რაოდენობისა, გურმანებისთვის ყველაზე საყვარელი კლასიკური ბლინებია რძით.

ინგრედიენტები:
-0,5 ლიტრი რძე
-3 კვერცხი
-200 გრ ფქვილი
-1 სუფრის კოვზი შაქარი
-1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
-1 სუფრის კოვზი კარაქი
-ძალიან ცოტა მარილი

1. ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი, მარილი, შაქარი, ფქვილი და ცოტა რძე საფუძვლიანად ურიეთ კოვზით ან მიქსერით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ დარჩენილი რძე.

2. ბოლოს დაუმატეთ ნახევარი კოვზი მცენარეული ზეთი. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ნაკლები კარაქი.

3. კარგად გააცხელეთ ტაფა და ცოტა მცენარეული ზეთი დაასხით. ცენტრში დაასხით მიღებული მასა და ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დახარეთ, გაანაწილეთ ცომი მთელი ტაფის ზედაპირზე.

4. შეწვით ბლინები საშუალო ცეცხლზე 1-2 წუთით ორივე მხარეს. რძისგან მომზადებული ბლინები არის ნაზი და თხელი, ამიტომაც ფრთხილად გადმოიღეთ ტაფიდან.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა