თეგებით ძიება
24. 01. 2017 News-ები

მელ გიბსონს მეცხრე შვილი შეეძინა

61 წლის ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი და მისი მეგობარი გოგონა, 26 წლის როზალინდ როსი მშობლები გახდნენ. გასულ კვირას, ლოს-ანჯელესში, წყვილს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც დაარქვეს ლარს ჯერარდ გიბსონი. ინფორმაცია დაადასტურა მელ გიბსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ახალშობილი ლარს ჯერარდი არის წყვილის პირველი საერთო შვილი, თუმცა მელ გიბსონს უკვე ჰყავს 8 შვილი წინა ურთიერთობებიდან. მსახიობი ზრდის ქალიშვილ ჰანას და ვაჟებს ედვარდს, კრისტიანს, უილიამს, ლუი და მილოს მისი ყოფილი ცოლისგან, რობინ მურისგან, ასევე ქალიშვილი ლუსია ოქსანა გრიგორიევისგან.

მანამდე ანონიმურმა წყაროებმა პრესას განუცხადეს, რომ მელს მოსწონს მამობა და ბოლო ორი წელი როზალინდთან ისინი ძალიან ბედნიერები არიან.

მელ გიბსონს მეცხრე შვილი შეეძინა


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა