თეგებით ძიება
24. 01. 2017 News-ები

7 მითი ალკოჰოლის შესახებ, რომლისაც ჩვენ გვჯერა

1. ალკოჰოლი ხსნის სტრესს
აქ მნიშვნელოვანია დოზა და ხანგრძლივობა. თუ თქვენ დალევთ ცოტას, მაშინ თქვენ ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინი და უკეთესი განწყობა შეგექმნებათ. თუმცა საჭიროა დროულად შეჩერდეთ. რადგან ნაბახუსევი კიდევ უფრო მეტ სტრესს გვიქმნის.

2. ალკოტესტის მოტყუება შესაძლებელია
არსებობს რამდენიმე ტექნიკა, რომელიც გვეხმარება ალკოტესტის მოტყუებაში, მათ შორის არის პიტნის კანფეტი, სუნთქვის ტექნიკა და სხვა. ყველა მათგანი ტყუილია. ალკოტესტს აქვს სპეციალური ნივთიერება, რომელიც რეაგირებს სუნთქვაში სპირტის შემცველობაზე.

3. ძვირადღირებული ალკოჰოლი ნაკლებად საზიანოა
ძვირადღირებული ალკოჰოლი შეიცავს იმავე რაოდენობის ეთანოლს და აქვს იმავე ეფექტი.

4. ალკოჰოლი ათბობს
ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ალკოჰოლს აქვს გამათბობელი თვისებები. ტყუილი არ არის, რომ ალკოჰოლის დალევისას გვთბება. ფაქტია, რომ ალკოჰოლის დათბობის ეფექტი მცდარია და სახიფათო. ორგანიზმს ათბობს 50 გრამი არაყი და კონიაკი. სისხლძარღვების გაფართოება იწვევს სისხლის ნაკადის სწრაფ მიწოდებას ორგანოებამდე, რასაც მოაქვს სითბოს სასიამოვნო შეგრძნება. თუმცა სინამდვილეში ორგანიზმი უფრო ცივდება.

5. მაგარ ყავას შეუძლია ჩვენი გამოფხიზლება
სამწუხაროდ ეს მეთოდი არ მუშაობს. კვლევა აჩვენებს, რომ ერთი ჭიქა ყავას შეუძლია შეეწინააღმდეგოს ალკოჰოლისგან გამოწვეულ ძილიანობას, მაგრამ მას არ შეუძლია თქვენი გამოფხიზლება.

6. ალკოჰოლში არ არის კალორიები
ბევრი ქალის ტიპიური შეცდომა-მკაცრად დათვალოს საკვების ყველა კალორია და ყურადღება არ მიაქციოს სასმელში შემავალ კალორიებს. ნებისმეირი ალკოჰოლი ძალიან კალორიულია. ეს ფაქტი გავლენას ახდენს არა მარტო ჯანმრთელობაზე, არამედ ფიგურაზეც.

7. რამდენიმე სასმელის შერევა მალე გვათრობს
აზრი იმის შესახებ, რომ არ შეიძლება სხვადასხვა სასმელის შერევა, რათა თავიდან ავიცილოთ ინტოქსიკაცია, არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული. მაგალითად თუ თქვენ დაიწყეთ ღვინის დალევა, მაშინ მთელი საღამო ღვინო უნდა დალიოთ და არავითარ შემთხვევაში არაყი. თუმცა ინტოქსიაკაციას იწვევს არა სასმელების შემცველობა, არამედ სპირტის საერთო რაოდენობა.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა