თეგებით ძიება
25. 01. 2017 News-ები

უჩა ნანუაშვილი წულუკიანისგან ან მტკიცებულებებს ბოდიშის მოხდას ითხოვს

იუსტიციის მინისტრის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭოში წარდგენილი კანდიდატების ჩაგდებაში უარყოფითი როლი ომბუდსმენმაც ითამაშა, უპასუხოდ არ ტოვებს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილი ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს და ან მტკიცებულებებს ან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

"ეს არის ცილისწამება, ან მან წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი, ასევე დაასახელოს ინფორმაციის წყარო, რომ თითქოს მე ჩავაგდე კონკრეტული სია და ქვეყნებს მოვუწოდებდი ამ სიის წინააღმდეგ. სახალხო დამცველმა მანამდე არა ერთხელ აღნიშნა იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც ამ პროცესში არსებობდა, საუბარია მოსამართლების შერჩევის პროცესში, მათ შორის. ჩვენთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ მოხდა ერთი კანდიდატურის ჩანაცვლება მეორით, როცა უფრო მაღალი შეფასების მქონე კანდიდატი არ შეფასდა და მის ნაცვლად დაბალი შეფასების მქონე კანდიდატი იქნა წარდგენილი. კითხვის ნიშნები არაერთხელ დაისვა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ჩემთვის ეს შეფასება შეურაცხმყოფელი და გაუგებარია. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვაზე ან უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი ან ბოდიში უნდა მოიხადოს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა