თეგებით ძიება
25. 01. 2017 News-ები

\'\'ლა-ლა ლენდმა\'\' გაიმეორა \'\'ტიტანიკის\'\' რეკორდი ოსკარის ნომინაციებში

დღეს ამერიკის ხელოვნების აკადემიამ გამოაცხადა \'\'ოსკარის\'\' ნომინანტთა სია. კრიტიკოსები, რა თქმა უნდა, ვარაუდობდნენ, რომ მათი ფავორიტი იქნებოდა \'\'ლა-ლა ლენდი\'\' დამეინ შაზელის ფილმი, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ ფილმი გაიმეორებდა \'\'ტიტანიკის\'\' და \'\'ყველაფერი ევას შესახებ\'\' ნომინაციების რაოდენობას. \'\'ლა-ლა ლენდი\'\' წარდგენილია 14 ნომინაციაში!

კერძოდ კინომუზიკლი მთავარ როლებში ემა სტოუნისა და რაიან გოსლინიგის მონაწილეობით წარდგენილია კატეგორიაში \'\'საუკეთესო ფილმი\'\', \'\'საუკეთესო მამაკაცი მსახიობის როლი\'\', \'\'საუკეთესო ქალი მსახიობის როლი\'\' და \'\'საუკეთესო რეჟისორი\'\'.

რა თქმა უნდა, ფილმი წარდგენილია მუსიკალურ ნომინაციებშიც- \'\'საუკეთესო საუნდრეკი\'\', \'\'საუკეთესო სიმღერა\'\', \'\'საუკეთესო ხმა\'\'-და არა მხოლოდ.

რამდენ სტატუეტს მიიღებს ფილმი \'\'ლა-ლა ლენდი\'\'-გავიგებთ 26 თებერვალს. სწორედ ამ დღეს ლოს-ანჯელესის თეატრში Dolby შედგება დაჯილდოვების ცერემონიალი \'\'ოსკარი-2017\'\'.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა