თეგებით ძიება
04. 02. 2017 News-ები

როგორ შევაყვაროთ თავი ბიჭს: 8 საიდუმლო

1. იყავით მაცდური. მამაკაცებს უყვარდებათ თვალებით-ეს ფაქტია. იმისთვის, რომ უჩვენოთ თქვენი სული, თუ რამდენად შესანიშნავი პიროვნება ხართ, ის თავდაპირველად თქვენი გარეგნობით უნდა მოიხიბლოს. მოვლილი თმა, დამამახსოვრებელი არომატი, მოდური ტანისამოსი-მან უნდა იგრძნოს კონკურენცია, რომ შესაძლოა სხვა მამაკაცსაც მოეწონოთ და ამიტომაც მოინდომოს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული ის აღმოჩნდეს.

2. ღიმილი. თქვენი სიცილი, გაბრწყინებული თვალები იმის დასტურია, რომ თქვენ მოგწონთ მამაკაცების გარემოცვაში ყოფნა. მას უბრალოდ არ შეუძლია არ შეუყვარდეს ის ვინც მას უღიმის და არწმუნებს, რომ საუკეთესოა.

3. იყავით თავაზიანი და სასიამოვნო. უხეშობა და ქედმაღლობა აშინებს მამაკაცებს. მამაკაცი ეძებს საყვარელ, ნაზ და თავაზიან მეწყვილეს, რომლისთვისაც ის უნდა იყოს დამცველი.

4. გაიზიარეთ მისი ინტერესები. სწორი გზა იმისთვის, რომ ბიჭს თავი მოაწონოთ, არის მისი ინტელექტის დაპყრობა. ამისთვის ენთუზიაზმით მოუსმინეთ მის გატაცებებს, ეცადეთ მხარი აუბათ და ესაუბროთ იმ თემაზე, რაც მოსწონს. მან უნდა იგრძნოს, რომ მისით დაინტერესებული ხართ და მისი გჯერათ.

5. დაიჯერეთ მისი ოცნების. მამაკაცები არ არინ ისეთი ემოციურები, როგორც ქალები და მან ნაკლებად სავარაუდოა ღიად ითხოვს მხარდაჭერა. მაგრამ მის მიმართ რწმენა დაგეხმარებათ მიაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს. იყავით მისთვის მუზა და შთააგონეთ.

6. შეეხეთ მას. ტაქტიური კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ორი შეყვარებული ადამიანის კომუნიკაციაში. შეეხეთ მას თითქოს შემთხვევით. ეცადეთ ხელი მოჰკიდოთ მაშინ, როდესაც რაიმესი შეგეშინდებათ. დაე იცოდეს, რომ მის გარეშე თქვენ არც ისე კარგად ხართ.

7. გააკვირვე. მან უნდა იცოდეს, რომ გიცნობთ თავისი 5 თითივით, მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა გქონდეთ რაღაც ისეთი, რითაც გააკვირვებთ. მამაკაცებს უყვართ სიახლე და ყველაფრის შესწავლა. მიეცით მას შესაძლებლობა თქვენით აღფრთოვანდეს.

8. იყავით მიუწვდომელი. არ გახსნათ ყველა კარტი პირველ პაემანზე, მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენთვის ბრძოლა მოუწევს. ადამიანი ასეა მოწყობილი ჩვენ ვაფასებთ იმას, რასაც რთულად ვიღებთ. ამიტომაც ზოგჯერ პაემანიდან ცოტა ადრე წამოდით ან კიდევ სხვა დროისთვის გადადეთ შეხვედრა და ამის მიზეზად სამუშაოზე პრობლემები დაასახელეთ. მიეცით კაცს იმის საშუალება, რომ თქვენ გარეშე მოიწყინოს.



სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა