გერმანიამ რიგით მე-12 პრეზიდენტი აირჩია
გერმანიის ახალი, რიგით მე-12 პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გახდა. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ფედერალურ ასამბლეაზე დელეგატების უმრავლესობამ მხარი პირველივე ტურში დაუჭირა.
პროცედურა რაიხსტაგის ისტორიულ შენობაში გაიმართა. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტის თანამდებობაზე 77 წლის იოაჰიმ გაუკს შეცვლის, რომელმაც მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა.
გერმანიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 19 მარტს გაიმართება.