თეგებით ძიება
12. 02. 2017 News-ები

მილტონ ჰეიგი: ასეთ ამინდში სწრაფი რაგბის თამაში ვერ გამოგვივიდა

საქართველოს მოარგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ბელგიასთან "რაგბი ევროპის ჩემპიოანტის" პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დიდი ბრძოლა მოგვიხდა. ასეთ ამინდში სწრაფი რაგბის თამაში ვერ გამოგვივიდა, უფრო შერკინებაზე ორიენტირებული რაგბი იყო.

ცხადია, პირველი ნახევარი მომეწონა - ამ დროს ვდომინირებდით. მეორე ტაიმის დასაწყისში ინიციატივა გარკვეული დროით ხელიდან გავუშვით, მაგრამ მალევე შემოვაბრუნეთ თამაში. მთლიანობაში, შედეგითა და ბონუსის მოპოვებით კმაყოფილი ვარ.

უკანახაზელებს თუ არ ჩავთვლით, ჩვენი საუკეთესო ოსტატები ბელგიაში არ ჩამოგვიყვანია. 2019 წლის მსოფლიო თასამდე გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ახალბედებს მივეცით. და მაინც, ჩვენი მიზანი "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მოგებაა", - თქვა მილტონ ჰეიგმა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა