ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოს" აღარ გაწვრთნის
თბილისის "დინამოს" ვიაჩესლავ გროზნი აღარ გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
"12 თებერვალს ღამით, ოჯახური პირობების გამო, "დინამო" თბილისის მთავარმა მწვრთნელმა - ვიაჩესლავ გროზნიმ შეკრება დატოვა და თურქეთიდან სამშობლოში გაფრინდა. უკრაინელი სპეციალისტი ვეღარ გააგრძელებს "დინამოში" მუშაობას. შექმნილ სიტუაციიდან გამოსავალს კლუბის ხელმძღვანელობა 13 თებერვალს გაცნობებთ", - წერს "დინამოს" საიტი.
გროზნი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა.
წყარო: sportall.ge