დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ღიად საუბრისთვის პროკურატურისგან ელოდებიან პასუხს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, საქმის მასალების გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე ვერ ადასტურებენ, არის თუ არა პროკურატურის მთავარი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე.
რუსთავი 2-ის წყაროს ინფორმაციით, კი რომელიც გადაცემა არჩევანში გასაჯაროვდა, ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაწერა. იგი ადასტურებს, რომ საქმის ერთ-ერთი მოწმეა, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.