თეგებით ძიება

„ნებსით თუ უნებლიედ, მახსენდება ყუთლუ არსლანის აჯანყება“ - მამა ილია კავსაძემ სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეს შეადარა

სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც სამადლობელი პარაკლისი მიმდინარეობს, მამა ილია კავსაძემ შეკრებილებს მიმართა. სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ პარაკლისი სწორედ საქართველოს პრეზიდენტის თხოვნით იმართება. 

მამა ილია კავსაძემ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში სალომე ზურაბიშვილის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშვიდობის გარანტი ახლა სწორედ ის არის. 

სვეტიცხოვლის ტაძარში ტარდება პარაკლისი, რომელიც საფუძველი უნდა იყოს მშვიდობისა, ერთგულებისა და სიყვარულისა. ჩემთვის პირადად, პერსონალურად, ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელ დღეს ასეთი პარაკლისი ტარდება, იმ სამადლობელი პარაკლისი შემდეგ, ლიტურგიის შემდეგ ტარდება ასეთი პარაკლისი და სწორედ პრეზიდენტის თხოვნით. და მე ნებსით თუ უნებლიერ მახსენდება ყუთლუ არსლანის აჯანყება 20 წლიანი ბრძოლის შემდეგ, რომ მშვიდობით დამთავრდება. ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ ძალიან დიდი ღვაწლი იმაში, რომ მშვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი, იყო თამარის დამსახურება, ქალისა, მეფისა, რომელმაც გასაზღვრა, რომ ომი სახელმწიფოში, მოქალაქეებს შორის არ არის დაშვებული რა ამოცანა და რა მიზანიც არ უნდა იყოს. მთავარია, იყოს მშვიდობა, თანაცხოვრება, სიყვარული, - თქვა მამა ილიამ. 

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა