ნიკოლ კიდმანმა აღიარა, რომ დანიშნული იყო ლენი კრავიცზე
ჰოლივუდის მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა პირველად დაადასტურა ჭორები იმის შესახებ, რომ დანიშნული იყო ლენი კრავიცზე-49 წლის \'\'ოსკარის\'\' მფლობელმა თავის ინტერვიუში ჟურნალ The Edit-ისთვის ისაუბრა პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე.
კიდმანმა ისაუბრა ახალი სერიალი Big Little Lies-ის გადაღებებზე და ზოი კრავიცთან მუშაობაზე, მან აღიარა, რომ დანიშნული იყო ცნობილ შემსრულებელ ლენი კრავიცზე.
\'\'მე დიდი ხანია, რაც ზოის ვიცნობ იმიტომ, რომ მე მის მამაზე დანიშნული ვიყავი. და მე მიყვარს ლენი ის შესანიშნავი ადამიანია.\'\'
-აღიარა კიდმანმა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობისა და მომღერლის რომანის შესახებ ჭორები 2000 წლის დასაწყისში გავრცელდა, მაგრამ ნიკოლი და ლენი ყველაფერს უარყოფდნენ. კიდმანმა დაიწყო ლენი კრავიცთან შეხვედრები 2003 წელს, რის შემდეგაც მალე განქორწინდა ტომ კრუზთან. წყვილი აპირებდა დაქორწინებას, მაგრამ ისინი დაშორდნენ 2005 წელს. წლების შემდეგ ჰოლივუდის მსახიობმა დაშორების შესახებ ინტერვიუში განაცხადა:
\'\'ეს არ იყო სწორი. მე არ ვიყავი მზად. ჩვენ ორივე მოუმზადებლები ვიყავით.\'\'
ავღნიშნავთ, რომ ნიკოლმა და ლენიმ დაშორების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს. 2006 წელს ნიკოლ კიდმანი ცოლად გაჰყვა სხვა მომღერალს-კიტ ურბანს. ახლა წყვილი ზრდის ორ ქალიშვილს 8 წლის სანდეი როუზს და 6 წლის ფეიტ მარგარეტს.
სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი