"ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია" - რა ფოტოს აქვეყნებს ლაშა ბექაური?
ორგზის ოლიმპიური ოქროს მფლობელი ლაშა ბექაური, ბოლო დროს ხშირად ეხვევა სკანდალებში. ბექაური ერთ-ერთია იმ სპორტსმენებს შორის, რომლებსაც დეკემბერში რუსთაველის გამზირზე მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ის ხელისუფლებასთან დაახლოებულ სპორტსმენად ითვლება და ამის გამო, ხშირად აკრიტიკებენ.
"ბექაური ამჯერად სკანდალში თავისივე ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო მოხვდა. ჩემპიონი გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე პორშეს ფირმის ნაჩუქარი ავტომობილით ლომის ბოკვერთან ერთად ბასლაინის რიგში სეირნობს.
ლაშა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ლომის ბოკვერი უკვე ზოოპარკშია.
"ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია", - წერს ლაშა.