თეგებით ძიება
18. 02. 2017 News-ები

ქართველების წარმატებული გამოსვლა ნიუ -იორკის მოდის კვირეულებზე

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ნიუ-იორკში მოდის კვირეულები მიმდინარეობს და ქალაქი უამრავი ქვეყნის დიზაინერს, მოდელს და პრესის წარმომადგენელს
მასპინძლობს. ბევრ ლამაზ გოგონას შორის, ქართველმა მოდელებმაც მოირგეს რამდენიმე დიზაინერის სამოსი და პოდიუმი ქართული სილამაზით დაამშვენეს.

ქართველების წარმატებული გამოსვლა ნიუ -იორკის მოდის კვირეულებზე

ქართველების წარმატებული გამოსვლა ნიუ -იორკის მოდის კვირეულებზე

ქართველების წარმატებული გამოსვლა ნიუ -იორკის მოდის კვირეულებზე

ქართველების წარმატებული გამოსვლა ნიუ -იორკის მოდის კვირეულებზე

ქართველების წარმატებული გამოსვლა ნიუ -იორკის მოდის კვირეულებზე

ქართველების წარმატებული გამოსვლა ნიუ -იორკის მოდის კვირეულებზე

ქართველების წარმატებული გამოსვლა ნიუ -იორკის მოდის კვირეულებზე


Goga.tv ნიუ-იორკის Fashion.tv-ის წარმომადგენელს და ამავდროულად "New York Fashion Week"-ის არტ დირექტორს, "Couture Fashion Week New York"-ის, "Style Fashion Week New York"-ის, "Moda Week International"-ის ორგანიზატორს, დიმიტრი ჩხეიძეს დაუკავშირდა და კითხვებით მიმართა:

რომელი ქვეყნებიდან იღებდნენ მონაწილეობას დიზაინერები და მოდელები?
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან: აშშ, კანადა, ევროპის ქვეყნები, მექსიკა, ჩილე, პერუ, კოლუმბია, ინდოეთი, ინდონეზია, დომინიკის რესპუბლიკა, პუერტო რიკო და სხვ.

წინა წლებთან შედარებით, რით გამოირჩევა ახლანდელი მოდის კვირეულები?
წელს, ჩვენი მოდის აკადემიიდან "S&D Fashion Academy", ბევრი ქართველი გოგონა იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც დიზაინერების: ანდრეს აქინოს, ბელა მოდის დიზაინის, ემ სთაილის, ლუის მაჩიქაოს და ა.შ კოლექციები წარმოადგინეს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი შოუს გახსნისას გოგონები ჩვენი ევროპელი პარტნიორი ტოპ-მოდელის და მომღერლის, სტეფანო სუაროსის სიმღერის თანხლებით გამოდიოდნენ, რაც შეეხება, "Couture Fashion Week New York 2017"-ს, ქართული ანსამბლის "ფესვები" წარმოდგენით გაიხსნა, რასაც მაშინვე დიდი რეზონანსი მოჰყვა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დიზაინერს და პროდიუსერს, ბატონ ანდრეს აქინოს, რომელმაც ასე ძალიან შეიყვარა ქართული კულტურა და საშუალება მომცა, ყველასთვის მეჩვენებინა ეს საოცრება, რაც პოდიუმზე ოვაციების ფონზე ხდებოდა. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს თანამშრომელს, მაკა კერესელიძეს მარკეტინგის განყოფილებიდან, რომელმაც ანსამბლის "ფესვები" დამფუძნებლები გამაცნო, გვერდში ამომიდგა და დიდი დახმარება გამიწია მოდის კვირეულების ორგანიზებაში.

Goga.tv მოდის ჩვენებებში მონაწილე ქართველი მოდელების რამდენიმე ოჯახს დაუკავშირდა და გოგონების ამერიკული ცხოვრებით დაინტერესდა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

ანი ჩაჩხიანი, 12 წლის. დაიბადა აშშ-ში. საქართველოში 5 წლამდე იზრდებოდა ბებიასთან, ხოლო შემდეგ, დედამ ამერიკაში ჩამოიყვანა და სკოლაში შეიყვანა. უყვარს სიმღერა და აქვს 3 კლიპი. წერს ფანტასტიკური ჟანრის წიგნებს Wattpad-ზე ფსევდონიმით- ალექსანდრა ჰანთერი. მის ნამუშევრებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს. მათ შორისაა: "Destiny", ""News & Updates" და "Challenging The Alpha"... ანიმ ერთ-ერთ წიგნზე უკვე მიიღო შეთავაზება, რომ უფასოდ გამოუქვეყნებენ. ძალიან უყვარს საქართველო და ყოველ ზაფხულს სტუმრობს მას.

ქეთი ლომიძე, 13 წლის. დაიბადა საქართველოში და უკვე სამი წელია, რაც ამერიკაში ძმასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. ამერიკულ ცხოვრებას და რიტმს ფეხი ადვილად აუწყო, თუმცა უდიდესი ნოსტალგია აქვს საქართველოზე და იქ დარჩენილ საყვარელ ადამიანებზე. მისთვის ზაფხული ყველაზე ბედნიერი დროა, რადგან 2 თვით ჩადის და სექტემბრამდე იქ ატარებს არდადეგებს. დადიოდა ქართული ცეკვების ანსამბლში "ფესვები" და ხშირად იღებდა მონაწილეობას კონცერტებში.

კესო ოქრიაშვილი, 11 წლის, დაიბადა საქართველოში. რვა წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, უყვარს ცურვა და ცეკვა. დადის ქართულ ანსამბლში "ფესვები".


ანი გოგრიჭიანი 17 წლის, დაიბადა საქართველოში. 3 წლის იყო, როდესაც ამერიკაში ჩავიდა. 5 წლის, უკვე საბალეტო სკოლაში ცეკვავდა. იყო ანსამბლის " ფესვები" მოცეკვავეც და უამრავ კონცერტებსა და შოუებში იღებდა მონაწილეობას. დაამთავრა სამსახიობო და სამოდელო სკოლა. წლევანდელი მოდის კვირეული ანისთვის, როგორც დამწყები მოდელისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და დიზაინერებმა ლუის მაჩიქაომ და ბელა მოდის დიზაინმა უკვე შესთავაზეს მათთან თანამშრომლობა. იგი მერსედესის მოდის კვირეულის მოდელია, აგრეთვე სთავაზობენ ფილმსა და რეკლამაში გადაღებას, აქვს მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს Miss International-ში, ძალიან უყვარს ცურვა და აქვს მაშველად მუშაობის ლიცენზია.

ანა მარია გოგიტიძე, 11 წლის. დაიბადა აშშ-ში. ცხოვრობს ბრუკლინში, კერძოდ ბეი რიჯში. დადის უილიამ მაქკინლის საშუალო სკოლაში. შეყვარებულია სკოლაზე და მეგობრებზე. არის ძალიან მეგობრული. მოდელობასთან ერთად, გატაცებულია ცურვით.

მარიამ გოდერძიშვილი, 12 წლის. დაიბადა აშშ-ში. ბავშვობიდანვე აქვს მუსიკისადმი მიდრეკილება. 3 წლის იყო, როდესაც მშობლებმა სამი წლით საცხოვრებლად საქართველოში გაუშვეს, რათა ქართულ ენას და ფესვებს არ მოსწყვეტოდა. 6 წლის იყო, როდესაც აშშ-ში დაბრუნდა და მას შემდეგ, ყოველ ზაფხულს სტუმრობს საქართველოს. მამამ სიმღერა შეასწავლა, ხოლო დედამ- ქართული ცეკვა. მარიამი სწორედ მშობლების მიერ დაარსებულ ანსამბლში ცეკვავს და დღითი- დღე უფრო მეტად ეუფლება სიმღერის და ცეკვის ხელოვნებას. ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა ფესტივალებში. "Golden Dream, Las Vegas" საერთაშორისო ფესტივალში, ვოკალში პირველი საპრიზო ადგილით დაჯილდოვდა. ოცნებობს მომღერლის კარიერაზე.

ასევე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეს მოდელებმა - ვიქტორია და ჯიენა ბაიარდებმა.
Goga.tv ყველა გოგონას დიდ წარმატებას უსურვებს!

ქართველების წარმატებული გამოსვლა ნიუ -იორკის მოდის კვირეულებზე

ქართველების წარმატებული გამოსვლა ნიუ -იორკის მოდის კვირეულებზე

ქართველების წარმატებული გამოსვლა ნიუ -იორკის მოდის კვირეულებზე


ავტორი: ქეთი იმერლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა