თეგებით ძიება
18. 02. 2017 News-ები

დეკანოზი გიორგი მამალაძე მხნედ არის და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს - უჩა ნანუაშვილი

დეკანოზი მხნედ არის, ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და ველოდებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება უახლოეს დღეებში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჩაფიძის გულის ცენტრში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.
უჩა ნანუაშვილის განმარტებით, აუცილებელია, დაცვის მხარეს მიეცეს საქმის დეტალებზე საუბრის შესაძლებლობა.
"არის მთელი რიგი წინააღმდეგობები ოფიციალურად გაჟღერებულ ვერსიას და დეკანოზის მონათხრობს შორის. ჩვენ დღეს ამაზე ნაკლებად ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ სახალხო დამცველი დეტალურად სწავლობს ამ საქმის გარემოებებს და იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ბევრი რამ გაირკვევა. აუცილებელია, დაცვის მხარეს დაუყოვნებლივ მიეცეს შესაძლებლობა ისაუბროს საქმის დეტალებზე. ერთი მხარე სარგებლობს უპირატესობით თანასწორობის პრინციპის დარღვევის ხარჯზე. ეს არის ყველაზე მეტად დაუშვებელი ამ საქმეში. პირველ რიგში, ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება მალე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველმა სავარაუდო ჩანაწერებზეც გააკეთა მცირე განმარტება. "დეკანოზს აქვს განსხვავებული მოსაზება და ამბობს, რომ შესაძლებელია იყოს ჩანაწერები, თუმცა ეს ჩანაწერები მნიშვნელოვანია შეისწავლოს საგამოძიებო ორგანოებმა და რაც მთავარია, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს გარკვეული არგუმენტებისა და მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა. დღეს, როცა ასეთი უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობს, მსგავსი დოკუმენტების გამოქვეყნება იქნებოდა დაუშვებელი, რადგანაც დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს უფლება უპასუხოს თუნდაც იმ არგუმენტებს, თუ რამდენად არის მტკიცებულებები რეალური", - განაცხადა ომბუდსმენმა.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა